კამალა ჰარისს დემოკრატიული პარტიის ყველა ლიდერმა დაუჭირა მხარი – CNN

შტატების დემოკრატიული კომიტეტების ასოციაციის ცნობით, დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო კანდიდატად თ ჩანაცვლებას.
„ვამაყობ იმით, რომ შტატების პარტიის თავმჯდომარეები, ვიცე-თავმჯდომარეები და აღმასრულებელი დირექტორები მთელი ქვეყნის მასშტაბით აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის უკან“, – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე კენ მარტინი X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მისივე განმარტებით, პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში გამარჯვების წინა ხაზზე არიან.
„ეს შტატების პარტიის ლიდერები ყველა დონეზე არჩევნებში გამარჯვების წინა ხაზზე არიან და იციან, რომ ამ ს ფსონები არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კენ მარტინი ხაზს უსვამს, რომ ს წინააღმდეგ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისზე უფრო კვალიფიციური არავინ არსებობს.
ინტერპრესნიუსი