კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლა დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო მზადება დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს.
ყრილობა 19 აგვისტოს, ჩიკაგოში გაიხსნება. ჰარისი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი არ არის, თავის გუნდთან ერთად ცდილობს თანაპარტიელების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას.
21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს ს კანდიდატურას უჭერს. ჰარისმა ბაიდენის მხარდაჭერას დიდი პატივი უწოდა, მას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული პარტიის და ნაციის გასაერთიანებლად, რათა დაამარცხონ. როგორც ჰარისმა თქვა, არჩევნებამდე 107 დღეა, ერთად იბრძოლებენ და ერთად გაიმარჯვებენ.
CNN-ის და BBC-ს წყაროთა ცნობით, კამალა ჰარისმა მალევე დაიწყო სატელეფონო მოლაპარაკებები წამყვნ დემოკრატებთან, მათ შორის კანონმდებლებსა და გუბერნატორებთან, ხოლო ჰარისის გუნდმა – ელექტრონული წერილების გაგზავნა საარჩევნო კამპანიისთვის საჭირო თანხების შესაგროვებლად.
კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირეს ბილ და ჰილარი კლინტონებმა. -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადეს, რომ დემოკრატებმა ჰარისის გასამარჯვებლად უნდა იბრძოლონ და არ დაუშვან დიდი საფრთხე – ტრამპის მეორე ვადით არჩევა.
რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 21 ივლისს, CNN-ს უთხრა, რომ მისთვის კამალა ჰარისის დამარცხება კიდევ უფრო იოლი იქნება, ვიდრე ს.
ბოლო ხანს ამერიკელ დემოკრატებში სულ უფრო იზრდებოდა შეშფოთება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 27 ივნისის შემდეგ, როცა ბაიდენს ტრამპთან პირველი წარუმატებელი დებატები ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთმა დემოკრატმა მოუწოდა, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე.
დემოკრატები შიშობდნენ, რომ ბაიდენი თავისი მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდებოდა. 21 ივლისამდე ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ საარჩევნო მარათონიდან გასვლას არ აპირებდა.
21 ივლისს ბაიდენმა, რომელიც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაშია, ამერიკელებს სოციალური ქსელით მიმართა და განაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ