აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატების ეროვნული კონვენციის კანდიდატობისათვის საჭირო რაოდენობის დელეგატების მხარდაჭერა მოიპოვა. აღნიშნულმა კი კიდევ ერთხელ განამტკიცა საზოგადოებრივი აზრი, რომ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ის იქნება.
ჰარისს მხარი პრეზიდენტმა ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნიდან მალევე დაუჭირა. გუშინ კი მის მხარდამჭერთა რიგებს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დემოკრატი, წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსიც შეუერთდა.
Associated Press-ის ინფორმაციით, კამალა ჰარისს 1,976 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, მან კი 2,538-ის მოიპოვა. დემოკრატების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმი ჰარისონის განცხადებით, პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს 7 აგვისტოს ოფიციალურად წარადგენს.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია. ის დაკავებულ თანამდებობაზე 2025 წლის 20 იანვრამდე დარჩება.
forbes.ge