კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ პუტინს არ შეხვდება მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის მონაწილეობის გარეშე

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ში ომის დასრულებაზე მოლაპარაკების დასაწყებად, როგორც სახელმწიფოს მეთაური, უკრაინის მხარის მონაწილეობის გარეშე არ შეხვდება ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

“არა, უკრაინის გარეშე ორმხრივად არ შევხვდები. უკრაინას უნდა ჰქონდეს უკრაინის მომავალზე ხმის უფლება”, – განაცხადა მან ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ს ნატოში გაწევრიანებას, ჰარისმა განაცხადა, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც წამოიჭრება, “თუ და როდესაც საქმე იქამდე მივა.”
უკრაინამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მიზანია გახდეს ნატოს წევრი. ნატოს ზოგიერთი მოკავშირე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, დაჟინებით მოითხოვს უკრაინის მიწვევას ალიანსის წევრობისთვის, თუმცა აღიარებენ, რომ ომის ვითარებაში იგი ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მომდევნო ათწლეულში შეძლებს.

Financial Times-ი უცნობ დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ -ის პრეზიდენტი 2025 წლის იანვარში თანამდებობის დატოვებამდე, შესაძლოა დათანხმდეს ნატოში გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადის სტატუსის შეცვლას. ცნობას “ფაინენშელ ტაიმსზე” დაყრდნობით უკრაინული გამოცემა “უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა