კამალა ჰარისი – ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის, სამუდამოდ მადლობელი ვართ თქვენი

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჩიკაგოში, პარტიის ეროვნულ ყრილობას დაუგეგმავი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.
“ჯო, გმადლობთ თქვენი ისტორიული ლიდერობისთვის და გმადლობთ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებით. ჩვენ სამუდამოდ მადლობელი ვართ თქვენი”, – განაცხადა ჰარისმა.
ჰარისმა თანაპარტიელებს მოუწოდა, ერთად იბრძოლონ იმ იდეალებისთვის, რომლებიც მათთვის ძვირფასია.
„მოდით, ვიბრძოლოთ იმ იდეალებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ როდესაც ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ“, – აღნიშნა ჰარისმა.
ცნობისთვის, ჰარისი კანდიდატურის ოფიციალურად მიღებასთან დაკავშირებით სიტყვით 22 აგვისტოს გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ