– წინადადებები უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით არ არის სამშვიდობო წინადადებები, ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რაც მიუღებელია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიის ნაწილი დათმოს, მიუღებელია.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ჰარისმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის პირველ სამიტზე მან ზელენსკის უთხრა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ეს უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ხალხის ნებას და გაეროს წესდების პრინციპებს.
„თუმცა, გულწრფელად გაგიზიარებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩემს ქვეყანაში არიან ისეთები, რომლებიც, ნაცვლად ამისა, აიძულებენ უკრაინას დათმოს სუვერენული ტერიტორიის დიდი ნაწილი, მოითხოვენ უკრაინის ნეიტრალიტეტზე დათანხმებას. ეს წინადადებები იგივეა, რაც პუტინის და მოდით ვიყოთ მკაფიო: ეს არ არის სამშვიდობო წინადადებები, ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რომელიც სახიფათო და მიუღებელია“, – აღნიშნა ჰარისმა.
შეგახსენებთ, კამალა ჰარისს ვაშინგტონში შეხვდა და უკრაინის “გამარჯვების გეგმა” წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?