კამალა ჰარისი – ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება

აშშ-ის პრეზიდნტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობა ს პრეზიდენტობის გაგრძელება არ იქნება.
Fox News-თან ინტერვიუში კამალა ჰარისს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რაიმე, რასაც ის ჯო ბაიდენისგან განსხვავებულად გააკეთებს.
„ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო : ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება და, როგორც ყველა ახალი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობაზე მოდის, მე მოვიტან ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ჩემს პროფესიულ გამოცდილებას და ახალ იდეებს. მე წარმოვადგენ ლიდერების ახალ თაობას“, – განაცხადა ჰარისმა.
ამასთან, მისი მტკიცებით ს ადმინისტრაციის რამდენიმე ყოფილ ცნობილ წევრს მიაჩნია, რომ ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტობისთვის, რომ ის არასტაბილურია, საშიშია და რომ ხალხი მისგან დაიღალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარია ზახაროვა – ვოლოდიმირ ზელენსკი „გამარჯვების გეგმით“ ნატო-ს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტისკენ უბიძგებს – ეს არის არა გამარჯვების, არამედ უკრაინისა და უკრაინელების უბედურების გეგმა