კამალა ჰარისი სამედიცინო ისტორიას ასაჯაროვებს და დონალდ ტრამპს, ამ მხრივ, არასათანდო გამჭვირვალობაში ადანაშაულებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა სამედიცინო ისტორია გამოაქვეყნდა, რომელიც ასკვნის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია და ის საპრეზიდენტო პოსტისთვის შესაფერისია.
დოკუმენტის გასაჯაროვების შემდეგ ჰარისმა საკუთარი სამედიცინო ისტორიის გამოუქვეყნებლობის გამო არასათანდო გამჭვირვალობაში დაადანაშაულა.
ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მის „რესპუბლიკელ“ კონკურენტს “არ სურს, ამერიკელმა ხალხმა დაინახოს, არის თუ არა ის პრეზიდენტის პოსტისთვის შესაფერი“.
სამედიცინო ისტორიის გამოქვეყნების შემდეგ ჰარისის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია: „დონალდ ტრამპო, თქვენი ჯერია”.
სამედიცინო ისტორიის გასაჯაროვების გარეშე, ყოფილი პრეზიდენტის გუნდმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ექიმის შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „სრულყოფილი და შესანიშნავია“.
წყარო: ინტერპრესნიუსი