კამალა ჰარისი – მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ

მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების დროა. მძევლები სახლში უნდა დავაბრუნოთ და ღაზაში ტანჯვა დავასრულოთ“, – წერს სოციალურ ქსელში.
კამალა ჰარისის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების აშშ-ის გუნდს შეხვდა.
„ჰერშ გოლდბერგ-პოლინის და კიდევ ხუთი მძევლის მკვლელობა „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი სასტიკი, ბარბაროსული აქტი იყო. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, „ჰამასის“ ლიდერები ამ დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს