კამალა ჰარისი – მნიშვნელოვანია ისრაელის მოსახლეობა და მთავრობა ერთმანეთისგან განვასხვავოთ – ისრაელის მოსახლეობას უსაფრთხოების უფლება აქვს, ისევე როგორც პალესტინელებს

მნიშვნელოვანია ს მოსახლეობა და მთავრობა ერთმანეთისგან განვასხვაოთ, – ამის შესახებ -ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
„იმ საშინელების შესახებ, რაც მოხდა, უამრავი გრძნობა არსებობს. 7 ოქტომბერს 1 200 ადამიანი დახოცეს, ახალგაზრდები, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, ქალებზე საშინლად იძალადეს, გაუპატიურება ომის იარაღად გამოიყენეს და შემდეგ ხედავთ რა ხდება ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის თვალსაზრისით, ის საშინელი სურათები, რომელსაც ვხედავთ – ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ისრაელის მთავრობა ისრაელის მოსახლეობისგან განვასხვაოთ, ან არ გავაიგივოთ.
ისრაელის მოსახლეობას უსაფრთხოების უფლება აქვს, ისევე როგორც პალესტინელებს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლაგი კაპიტალის“ ორ წარმომადგენელს ბრალი ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტებზე წარედგინა

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა