ვაშინგტონში ს ომის კაბინეტის წევრსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს შეხვდა

-ის ვიცე-პრეზიდენტი, ვაშინგტონში ს ომის კაბინეტის წევრსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბენი განცს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ვიცე-პრეზიდენტმა ღაზაში არსებული ჰუმანიტარული პირობებისა და ჩრდილოეთ ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების კოლონასთან მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო შეშფოთება გამოხატა. ვიცე-პრეზიდენტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა განიხილა და მოლაპარაკებების პროცესში ისრაელის კონსტრუქციულ მიდგომას მიესალმა“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
კამალა ჰარისმა ბენი განცთან შეხვედრისას „ჰამასს“ მოუწოდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დაეთანხმოს, რომლის მიხედვითაც, მძევლების გათავისუფლება დაუყოვნებლივ ექვსკვირიან ცეცხლის შეწყვეტას და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ტემპების ზრდას გამოიწვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ბრალში უწერიათ, რომ გიორგი გახარიას, ფაქტობრივად, არ გაუცია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაგრამ ადამიანებმა რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიიღეს დაზიანება – ეს არის თეატრი