კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიისთვის ერთ დღეში 50 მილიონი დოლარი აგროვდა

კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიისთვის 24 საათზე ნაკლებ დროში, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენმა -ს პრეზიდენტობის კანდიდატურა მოხსნა, 50 მილიონი დოლარი აგროვდა.
BBC-ის ცნობით, 21 ივლისის ღამეს ათასობით შავკანიანი ქალი Zoom-ის შეხვედრაში ს მხარდასაჭერად შეიკრიბა. ერთ-ერთი ორგანიზაციის Win With Black Women-ის ცნობით, მათ 1.5 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლეს. მათი ცნობით, Zoom-ში შეხვედრას 44 000 ქალი ესწრებოდა.
ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს დემოკრატიული პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის კენტუკის შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშარმა.