კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ 24 საათის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 81 მილიონი დოლარი შეაგროვა, – ამის შესახებ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა, კევინ მუნიოსმა განაცხადა.
კევინ მუნიოსის ცნობით, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათის განმავლობაში, ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ 81 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეაგროვა.
ჰარისის კამპანიის განცხადებით, შემოწირულობა 888 000 დონორმა გაიღო და აღნიშნული თანხა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რომლის შეგროვებაც საარჩევნო კამპანიამ 24 საათში შეძლო.