აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ხუმრობა იყო. პრეზიდენტ პუტინს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ინტერვიუებისას და განცხადებებისას ხშირად ხუმრობს“, – განაცხადა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიმდინარე და მომდევნო საარჩევნო კამპანიების მიმართ რუსეთის მიდგომაში განსხვავებები არ არსებობს.
„მე განსხვავებებს არც აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან და არც მომავალ საარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებით ვხედავ. იმიტომ, რომ იქ საყოველთაოდ ცნობილი „საიდუმლო მმართველობა“ მოქმედებს“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი