კამალა ჰარისის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება, მისი კონკურენტი კვლავ არ დასახელებულა

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ქვეყნის ვიცეპრეზიდენტის, ს დასახელების მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. Associated Press-ის მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ჰარისის კანდიდატურისთვის მხარის დაჭერას 1 152 დელეგატი გეგმავს, ნომინაციის მოსაპოვებლად კი 1 976 დელეგატის ხმაა საჭირო.
ჰარისის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადა -ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, კალიფორნიელმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ. მსგავსი გავლენიანი პოლიტიკოსი მხარდაჭერა ჰარისის პოზიციების გამყარებისთვის მნიშვნელოვანია.
ამასთან, ჯერჯერობით ჰარისი ერთადერთია ვინც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა. ამჟამად ჰარისს მხარს უჭერს კანდიდატურაზე თითქმის ყველა პოტენციური მოწინააღმდეგეც.
ნომინაციის მიღების შემთხვევაში, ჰარისს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება – ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება მოუწევს.
21 ივლისს ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშებოდა. გასულ დღეებში მან აღნიშნა, რომ ასე მოიქცეოდა, თუ ექიმებისგან შესაბამისი დიაგნოზი იარსებებდა. ამ სიტყვებიდან მალევე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს Covid-19 დაუდასტურდა.
ბაიდენის მიერ კანდიდატურის დატოვებას წინ უსწრებდა მისი წარუმატებელი დებატები დონალდ ტრამპთან და ასევე სიტყვით გამოსვლა, როცა უკრაინის პრეზიდენტ ს პუტინი დაუძახა.
დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის უდიდესი შემომწირველი – ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი ამბობდა, რომ მათ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი სჭირდებოდათ.
საპრეზიდენტო კამპანიის დატოვების შემდეგ ბაიდენმა კანდიდატურაზე მხარი ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი ავტომატურად გახდება. დემოკრატიულმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება განცალკევებული პროცესით უნდა მიიღოს.