კალცონა: “კვარა” და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან – მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით

“გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, გაუმჯობესების და მოგებების სურვილი გაგვაჩნია. “კვარა” და ოსიმენი ძალიან მაგარი ფეხბურთელები არიან, მათ რთული პერიოდი გამოიარეს. მე სხვებზე მინდა ვისაუბრო.
ბურთის ფლობისას მანევრირება გვაქვს გამოსასწორებელი და ვერტიკალურად უკეთ მოქმედება გვმართებს. 10 დღეში სასწაული არ მოხდებოდა. დაშვებულ შეცდომებზე გავამახვილებ ყურადღებას. რაჰმანიმ ტრავმა მიიღო და შეცვლა ითხოვა. შეიძლებოდა უფრო სერიოზულად დაშავებულიყო და არ
გავრისკეთ. მისი მდგომარეობა ხვალ გაირკვევა.
დრო გვჭირდება, რომელიც არ გვაქვს. მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავბრუნდით. ძნელი იქნება, მაგრამ “ტორინოს” უნდა ვძლიოთ, “ბარსელონამდე” ჯერ კიდევ არის დრო. მე ბიჭების მჯერა. მეორე ნომრად მოთამაშე “იუვენტუსმა” რამდენიმეჯერ რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო, გაგვიჭირდა, თუმცა მიზანს მივაღწიეთ და კმაყოფილები ვართ”.