კალცონამ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

კალცონამ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ Dazn-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით “პარტენოპეის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მისთვის ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებია.
“ნაპოლისთან” ჩემი კონტრაქტი ივნისში იწურება, იცით, რომ ს ნაკრებთან შეთანხმება მაქვს. ნეაპოლი იყო და არის მთელი ჩემი ცხოვრება. მინდა, რომ აქაურობა გახარებულმა დავტოვო, რაც შეეხება დე ლაურენტისს, მას თანამშრომლობის გაგრძელება არ შემოუთავაზებია”, – განაცხადა კალცონამ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 48 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, “პ
არტენოპეი” მომდევნო ტურის მატჩს 14 აპრილს, “ფროზინონეს” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ