კალცონამ პირველი ვარჯიში ჩაატარა – Sky Sport-ი “ბარსელონასთან” “ნაპოლის” სასტარტო შემდგენლობას გვამცნობს

“ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე თავის თანაშემწეებთან ერთად მივიდა და კითხვაზე, იმუშავებს თუ არა მასთან გუნდის ყოფილი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი, მოკლე პასუხი გასცა – ვნახოთ.
21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში “ნაპოლი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის წინ კალცონამ გუნდი ავარჯიშა. ვიქტორ ოსიმენი სრულად დაიტვირთა და დიდი ალბათობით სასტარტოში იქნება. სირილ ნგონჟი ჯერ ინდივიდუალურად ემზადებოდა, შემდეგ კი საერთო ჯგუფს შეუერთდა.
დაპირისპირება “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ