დღეს, სერია A-ს 36-ე ტურში “ნაპოლი” “ბოლონიას” უმასპინძლებს, რომელიც ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია – 3 მოგება და 4 ფრე.
“ნაპოლისთვის” თუნდაც კონფერენს ლიგაზე გასვლა მნიშვნელოვანია, რადგან ამ ტურნირზე გამარჯვების შემთხვევაში 20 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია და პლუს რამდენიმე მილიონს ბილეთების გაყიდვით მიიღებს. ამას გარდა, ნეაპოლური გუნდი ზედიზედ მეთხუთმეტედ იასპარეზებს ევროტურნირებზე.
ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და “ბოლონიასთან” სათამაშოდ მზადაა. calcionapoli24-სა და Spazionapoli-ს ცნობით, მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ძირითადი შემადგენლობა უკვე შეარჩია: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია,
ოსიმენი.
შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.