,, კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი ვიყავი და შევხვედრილვარ ყველა სახის დამნაშავეს – თაღლითებსა თუ მატყუარებს და ზუსტად ვიცი დონალდ ტრამპის ტიპაჟი” – კამალა ჰარისი

,, კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი ვიყავი და შევხვედრილვარ ყველა სახის დამნაშავეს – თაღლითებსა თუ მატყუარებს და ზუსტად ვიცი ს ტიპაჟი” –
კამალა ჰარისის განცხადებით, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკელმა ხალხმა არჩევანი ყოფილ პროკურორსა და ნასამართლევ დონალდ ტრამპს შორის უნდა გააკეთოს. ვიცე-პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის პირველი ყრილობა ვისკონსინის შტატში გამართა.
ჰარისმა მისი „რესპუბლიკელი“ ოპონენტი მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები ქაოსსა და სიძულვილში გადაეშვება.
„ვიდრე ვიცე-პრეზიდენტი გავხდებოდი, კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი ვიყავი და შევხვედრილვარ ყველა სახის დამნაშავეს – თაღლითებსა თუ მატყუარებს და ზუსტად ვიცი დონალდ ტრამპის ტიპაჟი. ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიები ორ განსხვავებულ ხედვას ეფუძნება. ჩვენ ყურადღებას მომავალზე ვამახვილებთ, ის კი წარსულზე. არჩევნებამდე 105 დღე გვაქვს და ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, რისიც არ გვეშინია. ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ“, – განაცხადა ჰარისმა.