კალიფორნიის ტყის ხანძრებმა შესაძლოა 275 მილიარდ დოლარამდე ზარალი გამოიწვიოს

აშშ-ის კალიფორნიის შტატის სამხრეთში მიმდინარე ტყის ხანძრების შედეგად მიყენებულმა ზარალმა შეიძლება 250-275 მილიარდი დოლარი შეადგინოს, იტყობინება The Washington Post სამშაბათს, ამინდის საინფორმაციო კომპანიის AccuWeather-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
AccuWeather-მა ადრე შეაფასა, რომ ხანძრებმა 135-დან 150 მილიარდ დოლარამდე ეკონომიკური ზარალი გამოიწვია.
„ეს უკვე ერთ ერთი ყველაზე საშინელი ტყის ხანძრებია კალიფორნიის ისტორიაში“, – თქვა კომპანიის მთავარმა მეტეოროლოგმა, ჯონათან პორტერმა.
გამოცემა იხსენებს, რომ ორმა უდიდესმა ხანძარმა – ლოს-ანჯელესის დასავლეთით წყნარი ოკეანის პალიზადის რაიონში და ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით მდებარე ალტადინში – გაანადგურა 12 ათასზე მეტი შენობა. კერძოდ, დაიწვა რამდენიმე ყველაზე ძვირად ღირებული საცხოვრებელი კორპუსი ქვეყანაში – სანტა მონიკასა და მალიბუს შორის. ქონების საშუალო ფასი აქ 2 მილიონი დოლარია.
მიმდინარე ხანძრებმა ზარალის თვალსაზრისით გადააჭარბა -ს ბოლოდროინდელ კატასტროფებს, როგორიცაა ჰავაის ტყის ხანძარი 2023 წელს და ქარიშხალი ჰელენი 2024 წელს, თქვა AccuWeather-მა.