კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო ს ადმინისტრაციას უჩივლებს

კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის გამო ს ადმინისტრაციას უჩივლებს.
„ეს ზუსტად ისაა, რაც დონალდ ტრამპს სურდა. მან ცეცხლი გააღვივა და ეროვნული გვარდიის ფედერალიზაცია უკანონოდ გადაწყვიტა. მის მიერ ხელმოწერილი ბრძანება მხოლოდ კალიფორნიას არ ეხება. ეს მას ნებისმიერ შტატში შესვლისა და იგივეს კეთების საშუალებას მისცემს. ჩვენ მას ვუჩივლებთ“, – წერს კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი X-ზე.
მანამდე, გევინ ნიუსომმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „დიქტატორის ქმედება“ უწოდა.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში -ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. პოლიციის ცნობით, კვირას ლოს-ანჯელესში 27 ადამიანი, ხოლო სან-ფრანცისკოში 60 ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ