კალიფორნიაში საკვების ნარჩენების გადამუშავება სავალდებულოა

2022 წლის იანვრიდან, კანონის მიხედვით, კალიფორნიის მოსახლეობა ვალდებულია გადაამუშაოს საკვები ნარჩენები და გამოიყენოს კომპოსტად ან განახლებად ენერგიად.
ყველა ორგანული ნარჩენი, მათ შორის, ბანანის ქერქი, ქათმის ძვლები და ბოსტნეულის ნარჩენები, დაშლისას გამოყოფენ მეთანს. ატმოსფეროში გამოყოფიდან პირველი 20 წლის განმავლობაში, მეთანს CO2-ზე 80-ჯერ სითბოს გამოყოფის უნარი აქვს.
-ს გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში საკვების დაახლოებით 40% იკარგება და ნაგავსაყრელზე მოხვედრისას, აშშ-ს ფარგლებში არსებული მეთანის 15%-ს ქმნის.
ნაგავსაყრელებიდან სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად კალიფორნიის შტატმა 2016 წელს კანონი მიიღო, რომელიც ადგილობრივ მთავრობებს და უწყებებს, რომლებიც ასუფთავებენ ქალაქებს, 2022 წლის იანვრიდან სურსათის გადამუშავების ვალდებულება აქვთ.
ბევრი ქალაქი თავიანთ მცხოვრებლებს სპეციალურ კონტეინერებს გადასცემენ, რომელშიც ორი დღის საკვებ ნარჩენებს ცალკე შეაგროვებენ და შემდეგ მწვანე ურნაში გადაყრიან.
მწვანე ურნიდან საკვები ნარჩენები კომპოსტის საწარმოში გადამუშავდება ან ანაერობული აირები მწვანე ენრგიის გამომუშავებისთვის გამოიყენება.
ქალაქის მაცხოვრებლები ამ გზით მეორადი ენერგიით შექმნილ პროდუქტებს შეიძენენ, რომელიც ორმაგად სასარგებლო იქნება და პროცესი მხოლოდ მწვანე ურნებში საკვების ნარჩენების ჩაყრით არ დასრულდება.
როგორ ებრძვის მსოფლიო საკვების ნარჩენების პრობლემას?
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანახმად, მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედი არ გამოიყენება, რადგან ვარგისივე ხვდება ნაგავსაყრელზე ან ფუჭდება და ამის გამო იყრება.
კალიფორნიას აშშ-ში ყველაზე დიდი გადამმუშავებელი პროგრამა აქვს, თუმცა, შტატი მსგავსი ინიციატივით პირველი არ არის. იგი უერთდება 8 შტატს, რომელთა კანონები გარკვეულ ვალდებულებებს მოიცავს გადამუშავების და საკვების დანაკარგების საკითხში.
სრულად: agrokavkaz.ge