კალიფორნიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის ადგილთან ახლოს მამაკაცი დააკავეს, რომელსაც დატენილი იარაღი აღმოაჩნდა

კალიფორნიაში ს წინასაარჩევნო შეხვედრის ადგილთან ახლოს მამაკაცი დააკავეს, რომელსაც დატენილი იარაღი, პრესის ყალბი საშვი და ყალბი VIP მოსაწვევი აღმოაჩნდა.
მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ლას-ვეგასის მკვიდრი, ვემ მილერი, შეხვედრის ადგილთან ახლოს, საგუშაგოზე დააკავეს.
პოლიციამ განაცხადა, რომ მილერი, რომელსაც თან ჰქონდა დატენილი თოფი და ვაზნებით დატვირთული მაღალი ტევადობის მჭიდი, სავარაუდოდ, მემარჯვენე ანტისამთავრობო ორგანიზაციის წევრია.
მილერი დატენილი ცეცხლსასროლი იარაღისა და მაღალი ტევადობის მჭიდის გამო გააფრთხილეს და 5 000 დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის მინისტრი – ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას