კალიფორნიაში ახალი ხანძარია, 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო ევაკუაციის შესახებ უწყება

ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით ახალი ტყის ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე საათში დაახლოებით 39 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაიწვა, იუწყება Reuters-ი. 50 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ევაკუაციის ბრძანება და გაფრთხილება, იტყობინება AP.
ხანძარი 22 იანვარს გაჩნდა კასტაიკის ტბის რაიონში, ქალაქ ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით 80 კილომეტრზე. რამდენიმე საათში ხანძარმა 38 კვადრატული კილომეტრი გაანადგურა და განაგრძობს მატებას. ეს 66 პროცენტია ხანძარ „იტონის“ ტერიტორიისა, ერთ-ერთი იმ ორი დამანგრეველი ხანძრისა, რომლებიც ახლახან მძვინვარებდა ლოს-ანჯელესში.
CNN-ის ცნობით, ტერიტორია, სადაც ხანძარი გაჩნდა, უმეტესად ბუჩქებითა და საძოვრებითაა დაფარული, მის ნაწილს ტყე შეადგენს.
„მაშველები დიდ საქმეს აკეთებენ მის შესაკავებლად“, თქვა კალიფორნიის სატყეო მეურნეობისა და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯო ტაილერმა.
არ ყოფილა ცნობები სახლებზე ან სხვა შენობებზე ხანძრის გადასვლის შესახებ, აღნიშნავს AP. სააგენტო აღნიშნავს, რომ რეგიონში მოქმედებდა შესაძლო ხანძრის შესახებ გაფრთხილება, მაგრამ ქარი არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც წინა ხანძრის დროს. ამან სახანძრო თვითფრინავებს საშუალება მისცა, ჩამოეყრათ ათობით ათასი გალონი ხანძარსაწინააღმდეგო ნივთიერებები, განმარტავს AP. ხანძრის ჩასაქრობად 4000-ზე მეტი მეხანძრე გაიგზავნა.
ლოს-ანჯელესის ოლქში 7 იანვარს დაწყებული ტყის ხანძრები შტატის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძრებად ითვლება. მშრალმა და ქარიანმა ამინდმა, მეტეოროლოგების ცნობით, ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია. ხანძრის საერთო ფართობმა 16 ათას ჰექტარს გადააჭარბა. სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან

თამო კეშელავა: რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, სავარაუდოდ და ღმერთი არ გაგიწყრეთ – ინც ქართველ ერს შეურაცხჰყოფს, ქვეყანაში არ შემოუშვათ! რაკი ეგ კომისიაც შექმენით, პასუხისმგებლობაც ახლა ორმაგად თქვენზეა, ოცნებავ