კალაძის შემოსავალი არის მანქანების რეალიზაცია, ოღონდ ეს შეფუთულია სამოყვარულო საქმიანობით – დონაძე

ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობს და რამდენიმე თვეში იმავე ფასად ან ოდნავ უფრო მეტად ყიდის. ჩამონათვალშია ფერარი, ლენდ როვერი, ბეემვე, მერსედესი – სტუდია მონიტორის ინფორმაციით, ჯამში 2025 წელს თბილისის მერმა მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით 495-ათასამდე დოლარი და 110 ათასზე მეტი ევრო მიიღო.

კორუფციის მკვლევარი და “კოალიცის ცვლილებისთვის” წევრი, ბესო დონაძე “პირველებთან” განმარტავს,  კახა კალაძეს ფაქტობრივად ბიზნესი არ აქვს და მისი შემოსავალი ახლა მანქანების რეალიზაციაა – ” ოღონდ ეს მანქანების რეალიზაცია ვითომდა შეფუთულია სამოყვარულო საქმიანობით”

დონაძისვე თქმით, კალაძეს ბანკში ანგარიშებზე ფული აღარ აქვს, ინახავს ქეშად, რადგან სანქციების შიში აქვს და ყველა ხერხს მიმართავს, რომ სანქცირების შემთხვევაში მისი თანხები არ დაიკარგოს

კახა კალაძის დეკლარაციას თუ ჩავხედავთ, ცალსახად მივხდებით, რომ ამ ადამიანს ძალიან ეშინია სანქციების და შესაბამისად, ყველა ხერხს მიმართავს, რომ სანქცირების შემთხვევაში მისი თანხები არ დაიკარგოს. ის, რომ უკვე კრიპტოვალუტა გაჩნდა მის დეკლარაციაში, რომელიც აქამდე არ იყო, ასევე, ევროპულ ბანკებში გაქრა საერთოდ ანგარიშები – ანუ არცერთ ევროპულ და ამერიკულ ბანკში ანგარიში არ აქვს, როცა რამდენიმე წლის წინ 7 მილიონამდე თანხა ჰქონდა. ბანკში ანგარიშებზე ფულს არ აჩერებენ და შესაბამისად, ეს ფული აქვთ შენახული სახლში ან კრიპტოვალუტაში. ფაქტობრივად ბიზნესი არ აქვს კახა კალაძეს, ანუ მისი შემოსავალი არის გასესხება ფულის და მისი შემოსავალი არის მანქანების რეალიზაცია, ოღონდ ეს მანქანების რეალიზაცია ვითომდა შეფუთულია სამოყვარულო საქმიანობით, ანუ მას მანქანები უყვარს, შესაბამისად ყიდის და ყიდულობს – ნუ აქაც გარკვეულ მოგებას ნახულობს”, – ამბობს ბესო დონაძე. 

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ