დღეს საღამოს, 10 სექტემბერს, კვლავ ჩატარდა საპროტესტო დემონსტრაცია თბილისსი, მელიქიშვილის ქუჩაზე, თბილისის მერ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ეს რუსთაველზე უწყვეტი აქციების 287-ე დღეა.
დემონსტრანტების ნაწილი რესპუბლიკის მოედნიდან მივიდა შტაბთან, მეორე ნაწილი კი – ტრადიციულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან.
მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა.
დემოსნტრანტები სკანდირებდნენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „არა რუსულ რეჟიმს“, ასევე მღეროდნენ სიმღერას: „ოლე, ოლა“, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების/მხარდამჭერების გინებას შეიცავს.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, 20:55 საათისთვის, დემონსტრაციის მონაწილეებმა შტაბის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს და მსვლელობა გააგრძელეს რუსთაველის გამზრიზე, პარლამენტის სასახლისკენ. დღეს დაპირისპირება არ ყოფილა.
დღევანდელი აქციის დაწყების პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ 8-9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარის გამო სამი ადამიანი დააკავა.
სამიდან ორი ადამიანი დააკავეს დემონსტრანტებზე ძალადობის გამო, ერთი დაკავებული კი არის დემონსტრანტი, რომელსაც ბანერის დაზიანებას ედავებიან.
ფორუმი
