კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის პარალელურად, მშრალ ხიდზე გიგანტური ბანერი გადმოიფინა – “ოცნება“ შენდება, თბილისი ინგრევა

კალაძის თბილისი მერობის კანდიდატად წარდგენის პარალელურად, პროტესტია დედაქალაქში.

“ქართული ოცნება“ შენდება, თბილისი ინგრევა– ამ წარწერით გიგანტური ბანერი ამ წუთებში მშრალ ხიდზე გადმოიფინა.

აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის პერფორმანსი, რითაც “ოცნებას“ კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ კალაძის მერობას თბილისში მხოლოდ ნგრევა და ტრაგედიები უკავშირდება.

კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე უპასუხისმგებლო, კორუმპირებული და უნიათო მერი, ჩვენ ვხედავთ, როგორ ინგრევა შენობები და როგორ ექმნებათ მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე. ჩვენ ვხედავთ 10 ათას ავარიულ შენობას, ჩამონგრეულ მეტროსადგურებს და უამრავ შეუსრულებელ დაპირებს. „ოცნების“ პარპაში ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდანოდ უნდა დასრულდეს და ივანიშვილი, თავის კლანთან ერთად, უნდა აიბარგოს ამ ქვეყნიდან, -ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლუკა ნაცვლიშვილი.