კალაძის იმიტირებულ ზეიმზე ტაშიც ჩაწერილი იყო (ვიდეო)

თბილისის მერის, კახა კალაძის იმიტირებულ საახალწლო ზეიმზე ტაშიც ჩაწერილი იყო.
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ნინია კაკაბაძე ავრცელებს ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს, რომ იმიტირებული ზეიმზე ისმოდა ტაშის ხმა, თუმცა უცნობია ვისი, რადგან იქ მაყურებელი არ იყო.
“აქ ლიზამ იმღერა, მერე უცებ წამყვანის როლსაც დაუბრუნდა და შუაში ტაშიც მოესწრო. შესანიშნავი იყო, ბრავო ლიზა“, – წერს კაკაბაძე.
გუშინ “პირველებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონცერტი, რომლის ჩატარების ადგილსაც მერია საგულდაგულოდ მალავდა, ჩაწერილი იყო.
მედიის ცნობით, მერიამ კონცერტში მონაწილე მომღერლები კატეგორიულად გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვათ, რომ კონცერტი ჩაწერეს. “ქართულმა ოცნებამ” კონცერტი საიდუმლო ვითარებაში, 4 დღის წინ ჩაწერა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ანსამბლებმა ივანიშვილის პარტიის ღონისძიებაზე გამოსვლისგან თავი შეიკავეს, მერიამ ანსამბლები გორიდან ჩამოიყვანა.