კალაძის თქმით, საარჩევნო პლაკატის გაკვრის უფლება მფლობელმა მისცა და არა მუნიციპალიტეტმა

თბილისის მერი და მერობის კანდიდატი, ამბობს, რომ მისი საარჩევნო შტაბის ფასადზე საარჩევნო პლაკატის გაკვრის ნებართვა შენობის მფლობელისგან მიიღო და არა – მუნიციპალიტეტისგან.
ამ საკითხზე მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, რომლებმაც ჰკითხეს დედაქალაქში, მელიქიშვილის გამზირზე გახსნილ ოფისზე გამოკრულ ბანერებზე, რომლის დაზიანების ბრალდებითაც 23 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს.
„[ბანერის გაკვრაზე] ნებართვა, რა თქმა უნდა, გვქონდა. ამას სჭირდება არა მუნიციპალიტეტის, არამედ მფლობელის ნებართვა და, რა თქმა უნდა, გვაქვს იმიტომ, რომ ნაქირავები გვაქვს ფართი შტაბისთვის და ის პირობა, რომ ბანერები გაიკრას, პრობლემას არ წარმოადგენს”, – თქვა თბილისის მერმა, მ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით სააგიტაციო, საარჩევნო მასალა შეიძლება გაიკრას:
· შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მესაკუთრეების თანხმობის შემთხვე­ვაში;
· მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოების მიერ განსაზღვრულ ადგილებში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ გასარკვევია, სამართლებრივად რამდენად სწორად გამოფინეს კახა კალაძის საარჩევნო პლაკატები მელიქიშვილზე, მის საარჩევნო შტაბზე. თბილისის მერიის არქიტექტური სამსახურის ვებსაიტზე, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული თანხმობების შესახებ არის ინფორმაცია თავმოყრილი, ამ შენობაზე საარჩევნო პლაკატის გამოკვრაზე ნებართვა არ იძებნება.
კალაძის საარჩევნო პლაკატების გაკვრის კანონიერების შესახებ კითხვები მას შემდეგ დაისვა, რაც მასზე წარწერის გაკეთების გამო 23 წლის ახალგაზრდა ქალი, მეგი დიასამიძე. პოლიციამ ის გუშინ, 10 აგვისტოს დააკავა „სხვისი ნივთის დაზიანების“ ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.
წარწერა „რუსული ოცნება“ კალაძის საარჩევნო პლაკატზე 9 სექტემბერს დატოვეს. ვიდეოკადრებში ამ ადამიანის იდენტიფიცირება არ ხდებოდა.
ფორუმი