შსს-ს ინფორმაციით, 23 წლის მეგი დიასამიძე კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. იგი ბრალდებულია ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით (სსკ 187-ე მუხლი), რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ხუთ წლამდე.
გარდა ამისა, დღეს, 10 სექტემბერს, სამართალდამცველებმა კიდევ ორი პირი დააკავეს. ზაზა მამალაძეს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედება — გავრცელებული კადრებით, მან 8 სექტემბრის აქციაზე ქალს ხელი გაარტყა. იმავე მუხლით დაკავებულია ირაკლი ბუაჩიძეც, რომელიც ხელკეტით ერთ-ერთ დემონსტრანტს დაესხა თავს. გავრცელებულ ვიდეოში ის პოლიციას ეუბნება: „თქვენიანი ვარ“.
