საბა გოგლიჩიძემ იტალიის ჩემპიონატში გამოსვლა მშვენივრად დაიწყო, საიმედო და ჭკვიანი მცველია. სერია “ა”-ს მე-10 ტურში გაძევება მისთვის გამოცდილება უნდა გამოდგეს, საკუთარ თავზე იმუშაოს და უკეთესი დაბრუნდეს.
საინტერესოა, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი კახა კალაძეც სადებიუტო იტალიურ სეზონში (2001-02) გააძევეს. მისი და “რომას” წევრ კანდელას დაპირისპირება საკმაოდ სკანდალური გამოდგა (იხ. ბმული – https://m.youtube.com/watch?si=OWpNZuw-hT4sB_N9&v=FhqHx0v1j9g&feature=youtu.be).
კალაძე “რომასთან” გაძევების შემდეგ (გვერდით ანდრეი შევჩენკო)
კალაძე იტალიურ კარიერაში ორი გაფრთხილებით სამჯერ გააძევეს და ორჯერ პირდაპირ წითელი ბარათით დასაჯეს. რომაელებთან ხსენებულ შეხვეხრაში კახი “მილანში” 13-ნომრიანი მაისურით თამაშობდა
(შემდეგ დიდი ხანი 4 ნომერი იყო). ასევე ცამეტნომრიანი მაისურით გააძევეს ის თავისი საყვარელი კლუბის, “მილანის” წინააღმდეგ, უკვე “ჯენოას” შემადგენლობაში. ქართველმა მცველმა გაფრთხილება 48-ე წუთზე მიიღო, 54-ზე კი მოედანი დატოვა.
კალაძე “მილანის” შემადგენლობაში
კახა კალაძემ იტალიის ჩემპიონატში სულ 247 შეხვედრა ჩაატარა, მისი საუკეთესო მიღწევა კი ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ გამარჯვებაა. რაც შეეხება 20 წლის საბა გოგლიჩიძეს, ეს სერია “ა”-ში მისი მერვე მატჩი იყო და გვჯერა, მასაც ხანგძლივი და წარმატებული კარიერა ექნება!..