ქართული ოცნების თბილისის მერის, კახა კალაძის მტკიცებით, ევროპის
ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსისა (ALDE) და “მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს”.
მისი თქმით, “ქართველმა ხალხმა უთხრა არა გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას”.
“გრძელდება სიცრუის კამპანია. ამ ტიპის რეზოლუციების მიღება პირველი შემთხვევა არ არის და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, როგორ ხდება მათი
მიღება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უთხრა არა იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ებრძვის ქართულ
სახელმწიფოებრიობას, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ანალიზს აკეთებს, თუ რა ხდება, რა
პროცესები მიდის არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოში, რეგიონში. შესაბამისად, მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები
ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს”, – თქვა კალაძემ.
25 ოქტომბერს ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, მათ შორის მოგზაურობის აკრძალვაზე ქართული ოცნების ყველა დონის თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
ტექსტში მოწოდებებია ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე. დოკუმენტში ქართული ოცნების მთავრობა მოხსენიებულია რეჟიმად.
დოკუმენტი გმობს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას.
რეზოლუციაში ასევე მოწოდებებია დასავლეთის მიმართ, მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას.




