კალაძე: ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი

„ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც [-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ] ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი .

თბილისის მერმა 24 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესი უნდა დაიცვას:

„ჩვენ რატომ დაგვიჭირა ხალხმა მხარი? იმიტომ, რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის, რა თქმა უნდა, გაატარებს ამერიკელი ხალხის ინტერესებს. ჩვენს გასაკეთებელს აქ ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი“, – უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

წინა დღეს, 23 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ განაცხადა, რომ საქართველომ „ზედმეტი იმედები“ არ უნდა დაამყაროს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს პრეზიდენტობის მეორე ვადაზე.

„ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“, – თქვა მდინარაძემ.

ვრცლად