კალაძე შევჩენკოზე, “მილანზე”, წარსულსა და მომავალზე

ავტორიტეტულმა Gazzetta-მ “როსონერის” ყოფილ მცველ სთან 2022 წელს (იანვარში) ინტერვიუ ჩაწერა.
კახა კალაძე “მილანს” 2001 წელს, “შევას” კვალდაკვალ შეუერთდა. თავდაპირველად ორივემ ს “დინამოს” გზა გაიარა. კალაძემ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, კარიერა “ჯენოაში” დაასრულა და შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. “მილანის” ყოფილი მცველი საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის მერია, მაგრამ ფეხბურთს თვალს ისევ აქტიურად ადევნებს:
“როდესაც კიევში ჩავედი, ანდრეიმ მაშინვე დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი იყო – დამეხმარა გასახდელში გაშინაურებაში და ამავდროულად, ქალაქი გამაცნო. ჩვენ მსგავსი პერსონაჟები ვართ – შრომასა და თავგანწირვას მიძღვნილი ადამიანები.
ლობანოვსკის მწვრთნელის შესანიშნავი თვისებები ჰქონდა.
ანდრეი კიევში, საკუთარ სახლში, გაცილებით თავისუფალი იყო, მე კი თავდაპირველად – უფრო თავშეკავებული.
საბედნიეროდ, მან უკვე ცოტა იტალიური იცოდა, ერთმანეთთან კი რუსულად ვსაუბრობდით.”
“ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ვინც “მილანში” თამაშობს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს იმ მაისურის ტარებაში, რომელსაც ყოველთვის პატივი უნდა სცეს.
ჩვენი “მილანი” ერთი დიდი ოჯახი იყო. უკან არავინ იხევდა – მიზანი გამარჯვება და ამისთვის ყველაფრის ბოლომდე გაღება იყო. კომპაქტური გასახდელი გვქონდა – ფეხბურთელები, მწვრთნელი და მენეჯერები ერთად ვიყავით.
როცა მალდინის, ნესტას, “შევას” გვერდით მჯდომი აღმოჩნდები… კლუბისთვის იმედის გაცრუებაზე ვერ იფიქრებ და უნდა მოუსმინო, ვისგანაც უნდა ისწავლო.”
“მილანში ორი ადამიანი მყავდა, რომლებიც ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები. რეზო ქალაქში დასახლებაში დამეხმარა და მანამდე შევჩენკოსთანაც იგივე გააკეთა. ჩვენ ძალიან გატაცებული ვიყავით მანქანებით და ეს ამიტომ გადავწყვიტეთ. მეორე ადამიანი, ვისთანაც ღრმად ვარ მიჯაჭვული, ლორენცო ციპრიანია. მილანში ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს.
“თავდაპირველად დიახ, მაგრამ ეს იყო არჩევანი, რომელსაც პატივს სცემდნენ”.
“არა. შევას აქვს სწორი მენტალიტეტი, ის მუშაობს დიდი მიზნებისთვის და აღწევს კიდეც, როგორც ეს მის მიერ მოგებული “ოქროს ბურთით” დაამტკიცა. როგორც მისი დიდი მეგობარი, ვფიქრობ, ის სწორ გზას მიჰყვება. ეროვნული ნაკრებიდან დაიწყო და ახლა კლუბში წავიდა.”
“მილანი ჩემი მეორე ქალაქია. როცა ჩავდივარ, ყოველთვის თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ოჯახური ატმოსფეროა. იტალია მშვენიერი ქვეყანაა და იტალიელები ფანტასტიკური ხალხია.
“მილანის” გულშემატკივრები, წლების მიუხედავად, არასდროს დაგივიწყებენ. ამიტომ მე ვეუბნები მათ, ვინც დღეს “მილანის” მაისურს ატარებს, რომ უნდა იამაყონ, რადგან ამ მაისურს დიდი ისტორია აქვს და ყოველთვის პატივი უნდა სცენ. თუ დანებდები, “როსონერიში” ვერ ითამაშებ.
“ჩემპიონთა ლიგის პირველი მოგება “იუვესთან” და დერბიში გოლის გატანა მასში გამარჯვებით”.
“მე მისი პოსტერი ჩემს საძინებელში მქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მის გვერდით აღმოვჩნდი… სამუშაო, რომელიც მან “მილანში” გააკეთა, როგორც აღმასრულებელმა, შესანიშნავად მეჩვენება: ახალგაზრდები, რომლებიც პიოლისთან ერთად თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. იმედი მაქვს, კვლავ ვიხილავ “მილანს”, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მაღალ დონეზე ითამაშებს. მაგრამ ამას მოთმინება სჭირდება.”
ყველანაირი პოლიტიკური ლოზუნგების გარეშე, კალაძე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, არა მგონია ვინმემ ორი ჩემპიონთა ლიგა ასწიოს არც ახლო მომავალში და არც შორეულში, იმ დროის მილანში კიდე თუ ვერ დაიმსაურებდი ძირითადში ვერ მოხვდებოდი ისეთი კომკურენცია იყო

ასევე დაგაინტერესებთ