კალაძე ფორმულას ჟურნალისტს: უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, თავხედო ნაძირალა

ზრდილობა არ გასწავლეს ოჯახში? უტიფარი მოიკითხე სახლში და ოჯახში, თავხედო ნაძირალა, ბატონო კახა კი არა, მოიკითხე მეთქი ოჯახში… უტიფარი დაუძახე დედაშენს და მამაშენს, სახლში რომ მიხვალ, შენ ხარ თავხედი უზრდელი.
შეურაცხყოფა არ არის, უტიფარს რომ უწოდებთ?… უტიფარი უთხარი დედაშენს და მამაშენს სახლში შენი გაზრდისთვის, შე თავხედო.
თბილისის მერის კახა კალაძის მტკიცებით, 1-2 მაისის აქციაზე სპეცრაზმს არცერთი რეზინის ტყვია არ გამოუყენებია. ამაზე მედიის წარმომადგენლებმა თბილისის მერს უთხრეს, რომ არიან ტყვიებით დაშავებული ადამიანები და არსებობს დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა. ფორმულას ჟურნალისტის კითხვამ, “არ გერიდებათ, ასე უტიფრად რომ იტყუება შინაგან საქმეთა სამინისტრო?”, გააღიზიანა.