· 51
·
·
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება იცით, რომ ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ისევ და ისევ ვიცავთ მოსახლეობის ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. ისეთ შემთხვევებში, რომელიც, შეიძლება, პრობლემა იყოს და საერთაშორისო დონეზე გარკვეულ საფრთხეებს წარმოადგენდეს – თუნდაც, იგივე, სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ ყველანაირად ვთანამშრომლობთ და მადლობებიც კი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით და ეს მომავალშიც გაგრძელდება.
მაგრამ, ახლა ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში, ფული არ დახარჯოს და ვთქვათ, მაგალითად, ქართული, საქართველოში წარმოებული პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ თუნდაც, რუსულ ბაზარზე, რატომ? რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი? ვის ვზღუდავთ ამით? საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში.
ამბობს კალაძე რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.