თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებს უსაქმურებს უწოდებს.
“ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ვისმენდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, დღესაც აგრძელებენ. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს…
ჩვეულებრივი მავნებლები არიან, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი”, – ამბობს კალაძე.
საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან:
მათ უკვე შეხვდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ისინი მათთან შეხვედრას არ აპირებენ.