კალაძე საქართველოში ჩამოსულ ევროპელ დეპუტატებს უსაქმურებს უწოდებს

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი „უსაქმურებს“ და „მავნებლებს“ უწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან.
კალაძის თქმით, ასეთი ადამიანების განცხადებებს და ქმედებებს „ჩალის ფასი აქვს“.
„ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან — ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრეს თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას? — სიცრუით. დღესაც აგრძელებენ სიცრუის პროპაგანდას. ყველამ კარგად ვიცით, რას წარმოადგენენ ისინი და როგორც ვთქვი, არანაირი ფასი არ აქვს მათ განცხადებებს“, — განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დელეგაციის წევრები პატივს არ სცემენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს.
„ევროკავშირი დაფუძნებულია სხვადასხვა ღირებულებაზე, ერთ-ერთია მშვიდობა. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ამ დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა. ჩვეულებრივი მავნებლები არიან. ეს ადამიანები პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს. მათ განცხადებებს, ქმედებებს, ყველაფერს აქვს ჩალის ფასი“, — განაცხადა კალაძემ.
· თბილისის მერი საუბრობს თბილისში მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის (გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ს, პოლონეთის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციაზე.
· პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა