კალაძე: სამწუხროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი…

თბილისის მერი, „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც ნგრევა მოხდა. მან დაადასტურა, რომ გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
კალაძის თქმით, კორპუსი ავარიული იყო და „ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ”.
 „სამწუხროდ, მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი, ერთი არის დაშავებული, რომელსაც კლინიკაში უტარდება მკურნალობა. კორპუსი იყო ავარიული, მე-5 კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული, არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ. არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში…
იყო შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში და ჩვენ უზრუნველვყოფდით დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა, სამწუხაროდ, თქვენ იცით, რომ ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-ის თანხმობა, რომელიც ჯერ ვერ იქნა მიღწეული. რამოდემინე ოჯახი, რომელმაც თანხმობა განაცხადა, გაყვანილია ქირით“, – თქვა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს