კალაძე: სააკაშვილი შესანიშნავ ფორმაშია, ციხეში დაბრუნებას შესაბამისი უწყება გადაწყვეტს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს.
“სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა კლინიკიდან ციხეში, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას. ცხადია, სააკაშვილს არასდროს პრობლემა არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. ის კამპანიას აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ თუკი რაიმე დაავადება არსებობს, ყველა დაავადება ჰქონდა. რეალობაში ეს ადამიანი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია და კარგად გამოიყურება”- თქვა კალაძემ.