არაფერს არ გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, ყველაფერი მოსალოდნელია. ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა და დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სასჯელს იხდის, თუმცა, პროკურატურის განცხადების მიხედვით, სხვა საქმეებზეც მიდის გამოძიება. ასე რომ, დაველოდოთ.
თქვა თბილისის მერმა კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტართან დაკავშირებით, რომ მას სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს და თუკი ვინმეს არ იწყალებს, ამაზე კომენტარებს არ აკეთებს.