არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმას, რომ თითქოს ვიღაც მომღერლები დაბლოკა მერიამ. არ ვიცი, ნამდვილად ვერ მივიღებ ამ დამოკიდებულებას. შეიძლება, თვითონ ისინი როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ამას აკეთებდნენ და ჰგონიათ, რომ სხვაც იმავეს აკეთებს და სხვაც იმავენაირად იქცევა. ზუსტად ეს არის განცხადება მათსა და ჩვენს შორის. როგორ შეიძლება ახლა მე, კახი კალაძე ვიჯდე და ვწყვეტდე და ვიღებდე გადაწყვეტილებას, ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ვინ უნდა იმღეროს ან ვინ არ უნდა იმღეროს. ვიღაც იმღერებს, ვიღაც არ იმღერებს, ვიღაც ხვალ იმღერებს, ვიღაც ზეგ იმღერებს – ღმერთია მოწმე, რომ არასდროს არ ჩავრეულვარ და არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ განვსაზღვროთ, მე განვსაზღვრო, ვინ უნდა იმღეროს, ვინ უნდა გამოვიდეს, როგორი წარმოდგენა უნდა იყოს და როგორი გაფორმება და ა.შ.