სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს თუ არა კლინიკიდან ციხეში, ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას.
ცხადია, სააკაშვილს არასდროს პრობლემა არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი სპეკულაციები. ის კამპანიას აწარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ თითქოს, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ თუკი რაიმე დაავადება არსებობს, ყველა დაავადება ჰქონდა. რეალობაში ეს ადამიანი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია და კარგად გამოიყურება
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.
გიორგი გახარიას პარტიამ 21 დეკემბერს ხელისუფლებას მოუწოდა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანოს. მათი შეფასებით, “ხელისუფლება მორიგ სპექტაკლს გვიწყობს” და “მიმდინარეობს ნაცმოძრაობის გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია”.