კალაძე ჟურნალისტს: თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 000 ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი

თბილისის მერმა მ, ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, რომელზეც ის ძვირადღირებულ ავტომობილში ზის. დღეს ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ სად შეიძინა და რამდენი გადაიხადა მერმა ავტომობილში, რამაც კალაძის გაღიზიანება გამოიწვია. ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული ავტომობილი კალაძის დეკლარაციაში მითითებული არ არის.
მერმა კითხვა უპასუხოდ დატოვა, თუმცა ჟურნალისტის მიმართ აგრესიული იყო. კალაძის მტკიცებით, ყველა ავტომობილი დეკლარაციაშია დაფიქსირებული.
“500 000 ევრო რისი ღირებულება? ეგ ბრიყვებისთვის, თქვენისთანა ბრიყვებისთვის შეიძლება 500 000 ევრო ღირდეს ასეთი ავტომობილი. შეურაცხყოფაზე არ გადავდივარ, მე რეალობაზე ვსაუბრობ”, – უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს.
დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერს ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით 75 264 ლარი აქვს მიღებული. დეკლარაციით ცნობილია, რომ ის ფლობს ავტომობილებსა და მოტოსატრანსპორტო საშუალებებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – დასავლეთში აქვთ იმედი, რომ საქართველო დაბრუნდება პროდასავლურ ტრაექტორიაზე – როდესაც ქვეყანასთან დაკავშირებული განხილვაა სენატში, ელჩი იქ უნდა იყოს, მაგრამ ვშიშობ, „ქართულ ოცნებას“ არგუმენტები არ გააჩნია