კალაძე ჟურნალისტს – ამერიკული სანქციები არ არსებობს, არსებობს ამერიკული მეგობრობა და ჩემს წავლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ

ამერიკული სანქციები არ არსებობს. არსებობს ამერიკული მეგობრობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო მეგობრული გახდება.
„ამერიკული სანქციები არ არსებობს. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება, კიდევ უფრო მეგობრული გახდება. რა თქმა უნდა, ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ინტეგრაცია, ამ გზაზე „ქართულმა ოცნებამ“ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს გზა არის შეუქცევადი, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, პრობლემების შექმნის მცდელობა, ამ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით“, – აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, ექნება თუ არა პრობლემა, თუ „სანქციების პირობებში ევროპის ქვეყნებში ვერ წავა“ კალაძე პასუხობს: “თქვენ ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ღამბაშიძე: მგონი პირველად მისი არსებობის მანძილზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გააკეთა, რაც თავდაყირა აყენებს ცენტრალურ ნარატივს, რომ წინა მთავრობამ ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდი გააკეთა

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა