კალაძე: პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა წინანადებაში ვეთანხმები

„პრეზიდენტს აბსოლუტურად ყველა წინანადებაში ვეთანხმები. ჩვენთვის -თან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება და კიდევ უფრო გაღრმავება პრინციპულად მნიშვნელოვანია. პარალელურად, ჩვენ დონალდ ტრამპს ვგულშემატკივრობთ ორი მთავარი დაპირების შესრულებაში – ე.წ. დიფ სთეითის დამარცხება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ჩვენი ქვეყნისთვის ორივე საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენ მაინც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ და როგორც წერილშია აღნიშნული, სტრატეგიული პარტნიორობისთვის ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს. ის, რაც ძველი ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა, სრული კატასტროფა იყო. ამხელა სახელმწიფოს წარმომადგენლები ურცხვად გვიმტკიცებდნენ თეთრზე, რომ შავია. გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. მათი ყველა განცხადება სიცრუით, მუქარითა და ბინძური პროპაგანდით იყო გაჯერებული რაც კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველა ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება თუ წერილები მიუთითებდა იმაზე, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან დაწყება გვინდა. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და ეს უნდა იყოს ორმხრივი“ – აღნიშნა მ.
დღეს მიხეილ ყაველაშვილმა -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა და “სათანადო ყურადღების” არ გამოჩენის გამო უსაყვედურა.