კალაძე ოპოზიციაზე: წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო – ასეა ამათი საქმე

ოცნების გენერალურმა მდივანმა, მ ოპოზიციის წარმომადგენლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან და არანაირი რესურსი მხარდაჭერის და თანადგომის არ გააჩნიათ.
კალაძეს თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციას შესაბამის ადგილს მიუჩენეს.
“მათ თავისი წრე აქვთ შექმნილი, რომლებიც ბევრი კომპრომატებით, ბულინგით, შეურაცხყოფით დაშინებული ჰყავთ. ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან. მათ ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, აბსოლუტურად, რადიკალური ვითარებაა ქვეყანაში.
ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს. ერთადერთი, რაც დასჩენიათ არის მცდელობა, რომ გარედან განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ, ცდილობენ, რომ რაღაცა პოზიციები გაიმყარონ. ხომ იცით წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო. აი, ასეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ