კალაძე მზია ამაღლობელის მხრიდან “სინანულის არქონაზე” მიუთითებს და დგებუაძეს აქებს

თბილისის მერი ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორის მზია ამაღლობელის მხრიდან სინანულის “არქონაზე” მიუთითებს და მას ქართული ოცნების სხვა წევრების მსგავსად “პოლიციელზე თავდასხმაში” ადანაშაულებს.

კალაძე აქებს ს პოლიციის უფროს დგებუაძეს და მას “ღირსეულ პოლიციელს” უწოდებს.
“მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეცდომა შეიძლება მოუვიდეს ყველას, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველას მოგვსვლია შეცდომა. ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ხომ დანაშაულია, როდესაც პოლიციელს ურტყამ ხელს? მე არ მახსოვს, არ მომისმენია (და დარწმუნებული ვარ, არავის მოუსმენია) ამდენი ხნის განმავლობაში, თუნდაც სინანული, თუნდაც ის, რომ გამოსულიყო და ეთქვა ადამიანურად, რომ შეცდომა დავუშვი და მაპატიეთ. „ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო მადლობა”- ამბობს კალაძე.