კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ტენდერში და ძალიან ხშირად ყოფილა საუბარი იმაზე, რაც ასევე დიდი ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ თითქოს ჩვენ ვარჩევთ კომპანიებს. ვერც მე, ვერც ჩვენი რომელიმე თანამშრომელი ვერ შეარჩევს კომპანიას. კომპანიის შერჩევა ხდება ტენდერის საფუძველზე, ტენდერი, რომელიც ცხადდება კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში და ხდება გამოვლინება იმ კომპანიის, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ფასს და ა.შ. მე რომ მქონდეს იმის შესაძლებლობა, თავად მივიღო გადაწყვეტილება, რომელმა კომპანიამ შეასრულოს სამუშაოები, გულწრფელად ვამბობ, ის პრობლემები არ გვექნებოდა, რაც სხვადასხვა პროექტების განხორციელების დროს იქმნებოდა. ეს არის 100%-იანი სიმართლე.